ჩვენ

საინფორმაციო-შემეცნებითი პლატფორმა „იმერული ამბები“ მუშაობს, რათა ადამიანებს ჰქონდეთ საშუალება მიიღონ  მიუკერძებელი და დაბალანსებული ინფორმაცია. ჩვენ მოგიყვებით ისტორიებს ადამიანების, ქალაქების, სოფლების, კულტურული ძეგლებისა თუ მოვლენების შესახებ.  ჩვენი გუნდი არის იქ, სადაც ახალი, ძველი და მომავალი განუყრელია. ვაშუქებთ ამბებს, ვწერთ ისტორიებს, ვიხსენებთ დავიწყებულს, ვეძებთ დამალულს და ვქმნით ალტერნატივას.  

ჩვენი ძირითადი სამუშაო არეალი არის იმერეთი, თუმცა ინფორმაციას მოგაწვდით საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, თუ  ამის ხარისხიანად და მაღალი სტანდარტით განხორციელების საშუალება გვექნება. ჩვენთან შეგიძლიათ იპოვოთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რომელიც გადამოწმებული და დადასტურებულია სანდო წყარო მიერ.  

„იმერული ამბების“ სარედაქციო პოლიტიკის მთავარი ხაზი არის  მაღალი სტანდარტის ჟურნალისტიკის კეთება და პოპულარიზაცია რეგიონსა და ქვეყანაში. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი ემსახურება ქვეყანაში დემოკრატიული ღირებულებების გამყარებას, ადამიანის უფლებების დაცვასა   და ტოლერანტობის კულტურის პოპულარიზაციას.