“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებმა სოფელ ზარათის გზა ქვებით ჩაკეტეს

Vinkmag ad

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებმა სოფელ ზარათთან გზა ლოდებით გააკეტეს და ადგილზე მანქანებს აღარ ატარებენ. მათი თქმით, პოლიციამ კონტროლი გაამკაცრა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გარეშე მოქალაქეებს აღარ ატარებენ. სწორედ ეს გახდა პროტესტის მიზეზი და აქტივისტებო მოსახლეობას და სამართალდამცავების მანქანებს აღარ ატარებენ. აქციის მონაწილეები ხვალ ენკას ოფისთან მსვლელობას და შენობის ბლოკირებას გეგმავენ. მათ ნამოხვანისკენ მიმავალი ყველა გზა გადაკეტილი აქვთ და ენკას მანქანებს არ ატარებენ.

პოლიციელების თქმით აღნიშნული ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს და ადგილობრივებს გადაადგილების პრობლემა მათი მხრიდან არ აქვთ. როგორც ისინი ამბობენ ხეობაში არ უშვებენ მხოლოდ აგრესიულად განწყობილ პროტესტის მონაწილეებს, რადგან არსებობს დაპირისპირების და კონფლიქტის ესკალაციის საფრთხე.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

საყულიაში სპეცოპერაციის დროს დაშავებულებს შემავალ-გამავალი ჭრილობა არ აღენიშნებათ

Read Next

“ნამახვანჰესის” მშენებლობის მომხრეებმა აქცია გამართეს