ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ხეობაში დამატებით ორი კარავი გაშალეს

Vinkmag ad

სოფელ ტვიშსა და გუმათში, ენკას ოფისის სიახლოვეს. ამის მიზეზად კი ე.წ. რიონის ხეობის მცველები 23 მაისისთვის სამზადისს ასახელებენ და ამბობენ, რომ ეს სტრატეგიის ნაწილია.კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს რამე სახის ესკალაციას და პოლიციასთან დაპირისპირებას ერთ – ერთი კარვის კომპანიის ოფისის სიახლოვეს განთავსება, მირზა ნოზაძე ამბობს, რომ დაზუსტებით ამის თქმა არ შეუძლია და ეს სამართალდამცავების ქმედებებზეა დამოკიდებული.”უკანონო საქმიანობას ახორციელებს ენკა ხეობაში, ამიტომ მისი ტექნიკა არ უნდა შედიოდეს იქ სამუშაოდ. ხელისუფლება იქ რომ უშვებს კომპანიას სამუშაოდ, ამით არღვევს ჩვენს უფლებებს და არაკანონიერი სამუშაოების მფარველად იქცა. კონკრეტულად რა ესკალაციას გამოიწვევს და რას არა, ეს დამოკიდებულია დინამიურ პროცესებზე. ხელოვნურად არაფერს არ ვაკეთებთ არასდროს და თუ რამეს დავინახავთ მანკიერს და ფარდაასახდელს, ავხდით ყოველთვის. თუ ეს გააღიზიანებს ხელისუფლებას და საპოლიციო ძალებს მოიყვანს, ეს მე არ ვიცი” – განაცხადა მირზა ნოზაძემ. კითხვაზე, შეუშლიან თუ არა ხელს ენკას ტექნიკის გადაადგილებას, ამბობს , რომ ყველაფერს გააკეთებენ ხეობაში სამუშაოების შეჩერებისთვის. “ამ ნაწილში ვიყავით და ვართ პრინციპულები პირველივე დღიდან და ვიქნებით იქამდე, ვიდრე არ აღვკვეთავთ უკანონო საქმიანობას ხეობაში. ჩვენ ხელს არავის არაფერში არ ვუშლით, აქეთ გვიშლიან და შევეცდებით მათ მანკიერ ქმედებებს ფარდა ავხადოთ” – განაცხადა აქციის ერთ- ერთმა ორგანიზატორმა მირზა ნოზაძემ.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთეს კომპანია “ენაში”. გუმათში ენკას წარმომადგენლის, დავით ჩოჩიას თქმით კარვის “ენკას” ბაზასთან ახლოს გაშლა შეიძლება პროვოკაციის საბაბი გახდეს. “ჩვენ ვხედავთ, რომ აქციის მონაწილეებმა გუმათიდან გადმოინაცვლეს იმ წერტილებში, სადაც კომპანიაა ბაზირებული და მათი წარსული ქმედებებიდან გამომდინარე იზრდება დასაქმებულებთან გადაკვეთის რისკი. არ არის გამორიცხული ეს ნაბიჯი სპეციალურადაც იქნა გადმოდგმული, რათა ბუნებრივად გამოიწვიოს პროვოკაცია, მორიგი ინციდენტი, რაც ადრეც არაერთხელ მომხდარა, ეს კი აუცილებლად გამოიწვევს პოლიციის ჩარევას.პროტესტზე მყოფები ითხოვდნენ პოლიციის კორდონის მოხსნას და პროტესტის მშვიდობიან გამოხატვას. როგორც ჩანს, მათი მიზანი სინამდვილეში ვითარების დაძაბვაა. გუშაგები ლაპარაკობენ თავიანთ ფარულ სტრატეგიაზე, რაც ვფიქრობთ რომ უკვე ნათელია რაშიც მდგომარეობს. ესაა კონფლიქტის ესკალაცია, პოლიციის ჩართვის გამოწვევა და შემდეგ ისეთი საინფორმაციო ხმაურის შექმნა, რაც გამოიწვევს 23-ში თბილისის აქციაზე მეტი ადამიანის მიყვანას.” – განაცხადა დავით ჩოჩიამ.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

მერაბ ლომინაძე – „ნამახვანი ჰესი“ არის, იყო და იქნება ქართული პროექტი – ვიწყებთ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რათა რაციონალური ხმა მივიტანოთ საზოგადოებამდე

Read Next

დღეიდან კომენდანტის საათი 23:00 დან დაიწყება