თელ-ავივზე თვდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

Vinkmag ad

ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებას მსხვერპლი მოჰყვა.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ქალაქ რიშონ ლეციონში ქალი დაიღუპა. 8 ადამიანი დაშავებულია, მათ შორის 5 წლის ბავშვი.

ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა.

„ჩვენს დაპირებას ვასრულებთ. „ალ-ყასამის“ ბრიგადებმა თელ-ავივივის მიმართულებით ყველაზე დიდი სარაკეტო დარტყმა დაიწყეს. 130 რაკეტაა გაშვებული“, – ნათქვამია ტერორისტული დაჯგუფების განცხადებაში.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

“მე მგონია, რომ ჰესები გვჭირდება” – ზურაბ ჯაფარიძე

Read Next

მერაბ ლომინაძე – „ნამახვანი ჰესი“ არის, იყო და იქნება ქართული პროექტი – ვიწყებთ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რათა რაციონალური ხმა მივიტანოთ საზოგადოებამდე