სოფელ ტვიშში მეუფე სტეფანეს კურთხევით ჯვარი აღიმართა

Vinkmag ad

რიონის ხეობაში სოფელ ტვიშში მეუფე სტეფანეს ლოცვა-კურთხევით ჯვარი აღიმართა. ინიციატორი ჯვაროსნული მსვლელობაა. მათი თქმით, ჯვარი ტვიშის სტადიონზე ეპარქიის მეუფის, სტეფანეს ნებართვით და გადაწყვეტილებით განთავსდა.ადგილზე იმყოფებიან ე.წ. რიონის ხეობის მცველები, რომლებიც ამბობენ, რომ გაიგეს ჯვრის აღმართვის შესახებ და ადგილზე ჩამოსვლა გადაწყვიტეს. მათივე განმარტებით, ამ პროცესთან პირდაპირი კავშირი არ აქვთ, თუმცა ჯვაროსნული მსვლელობა მათ პროტესტს სოლიდარობას უცხადებს. ადგილზე სადღესასწაულო სუფრაა გაშლილი და რეგულაციების დარღვევით შეკრებილები ჯვრის აღმართვას აღნიშნავენ.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

ახალი დეტალები მდინარე რიონში ნაპოვნ მამაკაცთან დაკავშირებით

Read Next

საქართველოს ავიაბაზარზე ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია FlyArystan-ი შემოვიდა