ახალი დეტალები მდინარე რიონში ნაპოვნ მამაკაცთან დაკავშირებით

Vinkmag ad

ვარციხეჰესთან მდინარეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ამ წუთებში ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. არის თუ არა გარდაცვლილი რიონის ხეობაში გაუჩინარებული მამაკაცი, ჯერჯერობით უცნობია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გვამი იმდენად დაზიანებულია, რომ იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. იმერული ამბები იმ ადამიანს ესაუბრა, რომელმაც გარდაცვლილის ცხედარი მდინარეში იპოვა.

“სამი საათი იქნებოდა, მდინარესთან სათევზაოდ ვიმყოფებოდი. მოულოდნელად წყალმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. დავრეკე გეგუთუს პოლიციაში. ადგილზე მაშველები მალე მოვიდნენ. რაც ჩემი თვალით ვნახე, ცხედარი ძალიან დაზიანრბულია და არ ვიცი, ვინმე ამოცნობას შეძლებს თუ არა. როგორც მოვისმინე, ხელზე ორი ბეჭედი ეკეთა და ახლა ამის საშუალებით ცდილობენ დაადგინონ მისი ვინაობა. ფიქრობენ, რომ ხამოხვანში გაუჩინარებული ბიჭია, თუმცა ალბათ ამის დადგენას ექსპერტიზა დაჭირდება”- ამბობს თვითმხილველი.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

ადგილობრივის პირველი კომენტარი ონჭეიშიდან ნეშტების გადმოსვენებასთან დაკავშირებით (ექსკლუზივი)

Read Next

სოფელ ტვიშში მეუფე სტეფანეს კურთხევით ჯვარი აღიმართა