რიონის ხეობის მაცხოვრებლები ე.წ. რიონის ხეობის მცველებს უპირისპირდებიან

Vinkmag ad

ადგილობრივი მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს პროტესტის მონაწილეების მიმართ და ამბობენ, რომ მას შემდეგ რაც აქციები დაიწყო მათი ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. მოსახლეობა “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეების მხრიდან მუქარაზე და ზეწოლაზე საუბრობენ. ხშირია სიტყვიერი დაპირისპირება გამვლელებსა და აქციის მონაწილეებს შორის.

“ჩვენ ადგილობრივი მოსახლეობა არ ვართ ჰესის აშენების წინააღმდეგი და ამიტომ გვლანძღავენ. მანქანით გავივლით და ხან მოღალატე ხარო გვაძახებენ ხან გვაგინებენ. წარმოუდგენლად დიდი ზეწოლის ქვეშ ვართ. თუ ვინმემ მუშაობა დაიწყო თურქის მონებს ეძახიან. სახლში აკითხავენ და აშინებენ. თუ არ წამოხვალ სამსახურიდან მერე სხვანაირად დაგელაპარაკებითო. იქ, რომ პოლიცია არ იდგეს არ ვიცი რა მოხდებოდა. ძალიან აგრესიულები არიან და ერთ დღეს აუცილებლად მოხდება რამე უბედურება.” ამბობს სოფელ რიონის მაცხოვრებელი მზია მაღლაფერიძე. აქციების წინააღმდეგია სოფელ რიონის კიდევ ერთი მაცხოვრებელი გივი ჩაკვეტაძე. მისი თქმით პროტესტს არ იმართება სწორი მიმართულებით და დიდი საშიშროებაა დაპირისპირებაში გადაიზარდოს. “ყველა კი არაა აგრესიული, მაგრამ ვინც აგრესიულია იმას არავინ აჩერებს. ეს არის იგივე აგრესია. ხშირად ხდება შელაპარაკება იქ მყოფებს და გამვლელ ადგილობრივებს შორის და საბედნიეროდ ჯერ სერიოზული არაფერი მომხდარა, მაგრამ დამიჯერეთ უკვე ყველას ყელში აქვთ ამოსული ამათი ვითომ პროტესტი. წარმოდგენა არა აქვთ რას აპროტესტებენ. 10 დან 9 ადამიანი საბირჟაოდ დადის იქ და კიდე ბირჟა და უსაქმურობა გვინდა ?!” განაცხადა გივი ჩაკვეტაძემ.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

შეთანხმება მიღწეულია – გაფიცული მაღაროელები სამუშაოს ორშაბათიდან დაუბრუნდებიან

Read Next

მინისტრებმა ნამახვანჰესზე დისკუსიაში ჩართვისთვის ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებას მიმართეს