შეთანხმება მიღწეულია – გაფიცული მაღაროელები სამუშაოს ორშაბათიდან დაუბრუნდებიან

Vinkmag ad

გაფიცული მაღაროელებიდან ” ჯი ემ ტექნიკა ” სერვისის ( ატეკას ) თანამშრომლები სამუშაო პროცესს ორშაბათიდან დაუბრუნდებიან . დანარჩენ გაფიცულებთან პროფკავშირების ჩართულობით გრძელდება მოლაპარაკებები. კომპანია იმედოვნებს რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება. მათი თქმით, გაფიცულების 70 პროცენტი შეთავაზებას დათანხმდა. ” ჯორჯიან მანგანეზი” პირველი მაისიდან, დასაქმებულებთან ახალი ხელშეკრულებით განაგრძობს მუშაობას. ხელშეკრულების პირობები ითვალისწინებს მუშა- მოსამსახურეთა ყოველთვიური ანაზღაურების 250 ლარით მატებას, ყოველწლიურ სადღესასწაულო პრემიას 250 ლარის ოდენობით, ახალი ხელშეკრულებით. ასევე მაისის თვიდან ანაზღაურებას დაემატება ინდექსაცია, რაც ითვალისწინებს სატარიფო განაკვეთის 5,2 პროცენტით მატებას. ამ პირობებით, შპს ,, ჯორჯიან მანგანეზი და მასთან დაკავშირებული კომპანიები, მზად არიან 26 აპრილიდან , დასაქმებულებთან ახალი ხელშეკრულება გააფორმონ, რომელიც ძალაში პირველი მაისიდან შევა.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

ვარლამ გოლეთიანი – 23 მაისს დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში

Read Next

რიონის ხეობის მაცხოვრებლები ე.წ. რიონის ხეობის მცველებს უპირისპირდებიან