ვარლამ გოლეთიანი – 23 მაისს დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში

Vinkmag ad

“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეების განცხადებით დღეს 16:00 საათისთვის სხვადასხვა ქალაქში აქციები იგეგმება, ფართომასშტაბიანი აქცია კი, დედაქალაქში 23 მაისს გაიმართება.„გვქონდა დაახლოებით ეს მოლოდინი, რომ ამ მიმართულებით წაგვიყვანდა ხელისუფლება თავად. ნამდვილად არ გვსიამოვნებს ფართომასშტაბიანი აქციების გზა. გვერჩივნა დიალოგის ფორმატში გადაგვეწყვიტა ეს საკითხები, თუმცაღა ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს ვექტორი სხვაგან წავიდეს, რომ საკითხებში შინააარსობრივად არ შევიდეთ და მართლა შინაარსობრივი საუბრები არ გაიმართოს ჩვენ შორის, რისი მაგალითიც იყო ნათია თურნავას გაპარვა იმ შეხვედრიდან. ახლა დღევანდელი განცხადებაც ამის მკაფიო მაგალითია. ამიტომ, მოგვიწევს უკვე, რომ მთელმა ერმა და საზოგადოებამ გადავწყვიტოთ ჩვენი სიმრავლით და ერთობით ეს პრობლემა“, – აღნიშნა ვარლამ გოლეთიანმა.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

მთავრობის განცხადება “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით

Read Next

შეთანხმება მიღწეულია – გაფიცული მაღაროელები სამუშაოს ორშაბათიდან დაუბრუნდებიან