მთავრობა “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით განცხადებას ხვალ 12 საათზე გაავრცელებს

Vinkmag ad

“ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგე ვარლამ გოლეთიანის განცხადებით მას დაუკავშირდნენ ხელისუფლების წარმომდგენლები მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. გოლეთიანის თქმით ამ ეტაპზე შეტანხმება ვერ შედგა. მისივე განცხადებით პროტესტის მონაწილეებს მისცეს უფლება ნამახვანში 30 მდე ადამიანის შეყვანის და იქ პროტესტის გაგრძელების, ხოლო მოთხოვნა სამუშაოების შეწყვეტისა და გუმათში არსებული საპოლიციო ძალების გაყვანის შესახებ არ დაკმაყოფილდება. ვარლამ გოლეთიანის ინფორმაციით მთავრობა ოფიციალურ განცხადებას ხვალ 12 საათზე გააკეთებს, შესაბამისად პროტესტის მოწინააღმდეგეებიც სამოქმედო გეგმას ხელისუფლების განცხადების შემდეგ გააჟღერებენ. აქციის მონაწილეების თქმით მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში ხალხს მოუწოდებენ მთელი საქართველოს მასშტაბით ქალაქების და მაგისტრალების პიკეტირებას და საბოლოოდ პროტესტი თბილისში გადაინაცვლებს.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

ჭიათურაში კავკასიაში პირველი ექსტრემალური ბილიკი იხსნება

Read Next

მთავრობის განცხადება “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *