“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეების საგანგებო განცხადება

Vinkmag ad

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა საგანგებო განცხადება გააკეთეს და განმარტეს, რომ პარასკევამდე ელოდებიან ხელისუფლების პასუხს მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით. თუკი სასურველ პასუხს ვერ მიიღებენ, ფართომასშტაბიან აქციებს და ქალაქების პიკეტირებას აანონსებენ.მათივე თქმით, დღეს კომუნიკაცია ჰქონდათ იმერეთის გუბერნატორთან , რომელმაც განუმარტა, რომ პარასკვამდე კონკრეტული გადაწყვეტიებები იქნება ცნობილი. ე.წ. ხეობის მცველები მოუწოდებენ ხრლისუფლებას დროულად მიიღონ გადაწყვეტილება და თუკი კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვები გამკაცრდება, ჩათვლიან, რომ ეს სპეციალურად მათ წინააღმდეგ გაკეთდა და პროტესტს მაინც არ შეწყვეტენ.აქციის მონაწილეების სამი მოთხოვნა ასეთია: დატოვოს რიონის ხეობა საპოლიციო ძალებმა, მიეცეთ ნამოხვანში პროტესტის გაგრძელების შესაძლებლობა და შეწყდეს მოსამზადებელი სამუშაოები.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

ქუთაისში კოვიდ პაციენტი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა

Read Next

ჭიათურაში კავკასიაში პირველი ექსტრემალური ბილიკი იხსნება