“ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციაზე 17 წლის მოსწავლე დაშავდა (ვიდეო)

Vinkmag ad

“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა აქციაზე, გუმათჰესთან 17 წლის სკოლის მოსწავლე წყალში გადავარდა და ფიზიკური დაზიანებები მიიღო. როგორც ადგილზე მყოფები აცხადებდნენ იგი შეშას აგროვებდა, რა დროსაც ხიდიდან გადავარდა. ახალგაზრდა მამაკაცს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ აღმოუჩინა პირველადი დახმარება და ის ამჟამად მკურნალობას საავადმყოფოში გადის. ამ ფაქტზე მკაცრი შეფასებები გააკეთეს როგორც აქციის მონაწილეებმა, ისე მოქალაქეებმა, რომლებიც არ იზიარებენ აქციის მოთხოვნებს. მათი თქმით ეს უკვე მეორე ფაქტია, როცა პროტესტის ადგილას ინცინდენტი მოხდა, რაც საგანგაშოა და მიუთითებს აქციის ორგანიზატორების უყურადღებობაზე. ” ვინ გააგზავნა სკოლის მოსწავლე ასეთ სახიფათო ადგილას შეშის მოსატანად ? კიდე რა უნდა მოხდეს, რომ ეს ხალხი დაფიქრდეს. გასაგებია მათი პროტესტი, მაგრამ მხოლოდ საკუთარი იმიჯის შესაქმნელად არ უნდა იყვნენ ყურადღებით. თუ არ აქვთ იმის უნარი, რომ მართონ ეს პროცესი და აიღონ პასუხისმგებლობა იქ არსებულ სიტუაციაზე, ხალხს ნუ მოუწოდებენ მოდით და პიკეტირებას გავუკეთოთ ყველაფერსო. ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი ახალგაზრდა, რომელიც ერთი კვირის წინ გაუჩინარდა და დღეს კიდევ ერთ, ძალიან დიდ უყურადღებობას ვხედავთ. ” ამბობს თენგიზ აბრამიძე.

imerstory

Read Previous

“ყველაფერი დღევანდელი კოლმეურნეობის თავმჯდომარის ბრალია” – ზურაბ ჯაფარიძე

Read Next

ქუთაისში კოვიდ პაციენტი საავადმყოფოს ფანჯრიდან გადახტა