“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებს პრემიერის წარმომადგენელი ხვდება

Vinkmag ad

შეხვედრა ამ წუთებში ქუთაისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში იმართება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ქუთაისში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი და ორი გუბერნატორი, რომლებიც მზად არიან აქციის მონაწილეებთან დიალოგის გასაგრძელებლად.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის მხარეში, ზვიად შალამბერიძე და პარმენ მარგველიძე, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში იმყოფებიან და მზად არიან, მოუსმინონ აქციის მონაწილეებს და განაგრძონ მათთან დიალოგი. ადგილზე იმყოფება რამდენიმე დეპუტატიც.

პროტესტის მონაწილეებიდან შენობაში ვარლამ გოლეთიანი, მარიტა მუსელიანი და მირზა ნოზაძე შევიდნენ. მათი განცხადებით ისინი ვიდეო გადაღების უფლების გარეშე უარს აცხადებდნენ შეხვედრაზე, შესაბამისად ისინი გადაიღებენ ვიდეოს და შეხვედრის დასრულების შემდეგ განათავსებენ ინტერნეტ სივრცეში. როგორც ჰესის მოწინააღმდეგეები ამბობენ დღეს ისინი შეიძლება მხოლოდ დიალოგის ტექნიკურ მხარეზე შეთანხმდნენ, ხოლო მათი მთავარი მოთხოვნა გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან შეხვედრამდე არ განიხილება.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

Read Next

“გადავდივართ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში” – ვარლამ გოლეთიანი