საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 359 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

Vinkmag ad

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 685 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 795 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 890 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 359 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 288 755-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.62 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.31%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.51 %.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 526 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 277 829-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 883 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 359 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 202 შემთხვევა, აჭარა – 46, იმერეთი – 19, ქვემო ქართლი – 14, შიდა ქართლი – 14, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 40, კახეთი – 5, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 017, საიდანაც: 2 422 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 181, აჭარაში – 374, იმერეთში – 356. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 380 პირი, მათ შორის, თბილისში – 190, აჭარაში – 43, იმერეთში -63. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 79 პირი, მათგან თბილისში – 51, აჭარაში – 5, იმერეთში – 8. 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 184 – თბილისში, 106 – აჭარაში. 4 300 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 188 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 85, ხოლო აჭარაში – 6.

სულ 6 ოქტომბრიდან – 11 აპრილის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 171 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 794 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6 497 პირი, აჭარაში – 1 996, იმერეთში – 942.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

არაყის ბოთლები და ლუდი “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა კარავში

Read Next

“მიწა სადაც კარვები იყო განთავსებული “ენკას” საკუთრებაა” – კომპანიის ოფიციალური განცხადება