ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში წიგნის “ლუნა და ციცინათელების პლანეტა” პრეზენტაცია გაიმართა

Vinkmag ad

კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში საბავშვო წიგნი, „ლუნა და ციცინათელების პლანეტა”, გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, გამომცემლობა “პალიტრა L”-მა გამოსცა. ტექსტის ავტორი მწერალი დავით გორგილაძეა, ხოლო ილუსტრაციები თათია ნადარეიშვილს ეკუთვნის.

კვირას, 11 აპრილს, 13:00 საათზე, წიგნის პრეზენტაცია ქალაქ ქუთაისში, ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა. პრეზენტაციას დაესწრნენ პატარები მამებთან ერთად. მამებსა და შვილებისთვის წიგნი წარადგინა ავტორმა დათო გორგილაძემ. ასევე, მათ მონაწილეობა მიიღეს ვორქშოპში, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის, ილუსტრატორმა თათია ნადარეიშვილმა მოამზადა.

„ლუნა და ციცინათელების პლანეტა” ერთი ჩვეულებრივი ოჯახის თავგდასავლებზე მოგვითხრობს, ოჯახში, რომლის გარშემოც ჯადოსნური ამბები ხდება, დედა და მამა თანაბრად ინაწილებენ შვილების აღზრდის პასუხისმგებლობასა და საოჯახო საქმეებს. უახლოეს ადამიანებზე ყოველდღიური ზრუნვა და საერთო გამოწვევბის გააზრება ამ ოჯახის ბედნიერებისა და ჰარმონიის საფუძველია. გამოცემის მიზანია, ხაზი გაუსვას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მამაკაცების, როგორც მზრუნველი მამების, მეუღლეებისა და პარტნიორების ჩართულობა შვილების აღზრდაში და საოჯახო საქმეებში, ქალთა, ბავშვთა, ოჯახების და ზოგადად, საზოგადოების და ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ნამდვილი გენდერული თანასწორობის მისაღწევად. მონაცემები გენდერული ურთიერთობების შესახებ, გვიჩვენებს, რომ ტრადიციული გენდერული როლების ირგვლივ არსებული სტერეოტიპები და დამკვიდრებული კლიშეები ხელს უშლით მამაკაცებს თანაბრად გაინაწილონ პასუხისმგებლობა და მზრუნველი მამები, მეუღლეები, პარტნიორები და ოჯახის წევრები იყვნენ. წიგნი მომზადდა პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისათვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული სტერეოტიპებისა და დისკრიმინაციული ნორმების დაძლევას, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფას ქალებისა და მამაკაცებისთვის და კაცების აქტიურ მონაწილეობას გენდერული თანასწორობის გაძლიერების პროცესში.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

ადგილობრივების შეფასებები “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა ბანაკში მომხდარი ფაქტის შესახებ

Read Next

შსს-მ ნამოხვანში საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების აღების გადაწყვეტილება მიიღო