ნამოხვანში საპროტესტო აქციის მონაწილე მდინარეში გადახტა

Vinkmag ad

სოფელ ნამოხვანში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მდინარეში გადახტა. მამაკაცი ადგილობრივი მცხოვრები არ იყო. ის აქციას თბილისიდან შეუერთდა. როგორც ადგილობრივები ამბობენ პიროვნება ხეობაში პროტესტს ახლახან შეუერთდა.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით ახალგაზრდა მამაკაცი სუფრიდან გარეთ მარტო გავიდა. არსებობს თვითმხილველი რომელიც ამბობს, რომ საეჭვო არაფერი შეუნიშნავს. ყურადღება მხოლოდ მაშინ მიაქცია, როცა მდინარისკენ დაიძრა და შესაბამისად ხალხს მოუხმო დასახმარებლად.

შემხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახური და სამართალდამცავები. სამაშველო სამუშაოებში სპეციალურ სამსახურებთან ერთად აქტიურად მონაწილეობს კომპანია “ენკა”.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

ნინო ლომჯარია “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებს ხვდება

Read Next

ადგილობრივების შეფასებები “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეთა ბანაკში მომხდარი ფაქტის შესახებ