ნინო ლომჯარია “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებს ხვდება

Vinkmag ad

სახალხო დამცველი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეებს ხვდება. შეხვედრა ამ წუთებში გუმათში მიმდინარეობს. ნინო ლომჯარია ადგილზე ეცნობა სიტუაციას. აქტივისტების თქმით მათ ეზღუდებათ გადაადგილების უფლება. ომბუდსმენის განცხადებით არ არსებობს არანაირი საფუძველი აღნიშნული შეზღუდვების და გადაადგილების აკრძალვა არის არაპროპორციული. ნინო ლომჯარიამ ისაუბრა ენკას განცხადებაზეც. “კომპანიის წარმომადგენელმა მოგვმართა საჯაროდ. ისინი საუბრობენ, რომ არის ზეწოლის ფაქტები კომპანიის თანამშრომლებზე. ჩვენ შევისწავლით აღნიშნულ ფაქტებს და გვექნება შესაბამისი რეაგირება.” განაცხადა სახალხო დამცველმა.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

წყალტუბოში თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი აშენდება

Read Next

ნამოხვანში საპროტესტო აქციის მონაწილე მდინარეში გადახტა