ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობაზე დასაქმებული 40-მდე მუშა გაიფიცა

Vinkmag ad

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობაზე დასაქმებული 40-მდე მუშა გაიფიცა. მათი თქმით, რამდენიმე თვეა ხელფასი არ მიუღიათ, რის გამოც პროტესტის ნიშნად ერთი თვეა მუშაობაზე უარს აცხადებენ. დღეს კი ანაზღაურების მოთხოვნით, დამქირავებელი კომპანიის ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ. მათი თქმით, ისინი კომპანიებმა “დ ტ ინჟინერინგმა” და “დეკონმა” დაიქირავა და ხელფასებთან დაკავშირებით პერიოდულად ხარვეზები აქვთ.ხელფასის დაგვიანების ფაქტს ადასტურებს კომპანიის წარმომადგენელი და განმარტავს, რომ გარკვეული პრობლემა შეიქმნა და დავალიანება ერთ კვირაში დაიფარება.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

“მინდა, შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგოჰესს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის” ირაკლი ღარიბაშვილი

Read Next

ლაჯანაში სტიქიით დაზარალებულების დასახმარებლად მისულ კომპანია „ENKA”ს გზა გადაუკეტეს