“მინდა, შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგოჰესს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის” ირაკლი ღარიბაშვილი

Vinkmag ad

ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგოჰესის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მინდა, შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგოჰესს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის. მინდა, კითხვა დავსვა, ვინმემ წარმოიდგინოს, დავუშვათ, რომ ენგურჰესი დღეს ქვეყანაში არ არსებობდეს. ენგურჰესზე მთელი გენერაციის 40 პროცენტი მოდის. აქედან გამომდინარე, ჯერ კიდევ თუ ვინმეს აქვს წუხილი და განცდა ჰესების მიმართ, მინდა, ვუთხრა, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჰესს და არა მხოლოდ ამ ჰესს.„ნამახვანჰესი“ ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი. წლების წინ დამუშავებულია ჩვენი ქართველი მეცნიერების მიერ, დაახლოებით 40 წლის წინ არის დაწყებული მუშაობა „ნამახვანჰესზე“. ის აჟიოტაჟი და ხმაური, რაც არის, აბსოლუტურად გაუგებარია. მინდა, გავმიჯნო მოქალაქეები, რომლებიც გულწრფელად არიან ჩართული ამ პროცესში და მეორე მხრივ, ანგაჟირებული, ზოგიც უცხო სახელმწიფოების მიერ წახალისებული, ინსპირირებული მოქალაქეები, რაც არის საგანგაშო. ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დღეს ვხედავთ ჰიბრიდული ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს. ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის დამოუკიდებლობასთან. იმპორტი მიმდინარეობს, მათ შორის გავზარდეთ წილი იმპორტირებული ელექტროენერგიის, ყოველწლიურად იზრდება მოხმარებაც და შესაბამისად, იმპორტიც იზრდება. აქედან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ, წავახალისოთ, დიდი, მცირე და მიკროჰესების მშენებლობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

გიზო ბანძელაძე

Read Previous

კრისტიან დანიელსონი – კომპრომისი არის დემოკრატიის ნიშანი

Read Next

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობაზე დასაქმებული 40-მდე მუშა გაიფიცა

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *