კრისტიან დანიელსონი – კომპრომისი არის დემოკრატიის ნიშანი

Vinkmag ad

კომპრომისი არის სიძლირის ნიშანი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.

“მგონია, რომ წინა მისია, რომელიც აქ განხორციელდა, იყო საკითხების კარგი გაცნობა. ყველა იმ პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, კარგად იცის მეორე მხარის აზრები, ასევე კარგად იციან რის გაკეთება არის საჭირო, რომ შეთანხმებამდე მივიდნენ, მაგრამ მათ ეს უნდა გააკეთონ, უნდა ანახონ კომპრომისი. მე და ჩემს გუნდს შეგვიძლია მარტო დავეხმაროთ ამას. ჩვენ რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, როცა საუბარია ამ დახმარებაზე. ახლა არის საჭირო გამბედაობა, არის საჭიროება კომპრომისის, კომპრომისი არ არის იმის ნიშანი რომ ვიღაც არ არის ძლიერი, ეს არ არის სისუსტის ნიშანი, პირიქით, კომპრომისი არის სიძლიერის ნიშანი, დემოკრატიის ნიშანი და კომპრომისი არის ის გზა, რომელიც არის ევროპული“, – განაცხადა დანიელსონმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 27 მარტს, გვიან ღამით ჩამოვიდა. დანიელსონი 28 მარტს უკვე შეხვდა საქართველოში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან მედიაციის პროცესს კი ორშაბათიდან, 29 მარტიდან განაახლებს.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

კახა კალაძეს საბოლოო დიაგნოზი

Read Next

“მინდა, შევახსენო ჩვენს მოქალაქეებს, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ენერგოჰესს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისთვის” ირაკლი ღარიბაშვილი