წყალტუბოს ცენტრალურ პარკში ძელსკამების შეკეთება მიმდინარეობს

Vinkmag ad

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებამ საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში წყალტუბოს ცენტრალურ პარკში დაზიანებული ძელსკამების შეკეთება მიმდინარეობს. განახლდება 70 ზე მეტი სკამი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების დირექტორის, დავით იობიძის თქმით დაგეგმილია სხვადასხვა სამუშაოები მთელი წყალტუბოს მასშტაბით. “მიმდინარეობს სხვადასხვა საგაზაფხულო სამუშაოები. თითქმის დასრულდა პარკის ტერიტორიაზე მცენარეების გასხვლა. დაირგო რამდენიმე ათეული ახალი მცენარე. ამჟამად მიმდინარეობს ძელსკამების შეკეთება მთელი პარკის მასშტაბით. უკვე შევიძინეთ მცენარეების შესაწამლი ნივთიერებები და რამდენიმე დღეში დავიწყებთ სამუშაოებს. ასევე შეკეთდა ცივ ტბაზე არსებული ბალახების საჭრელი ნავი, გაეშვა ექსპლუატაციაში და უახლოეს დღეებში დაიწყება ტბის წყალმცენარეებისგან გაწმენდა.” განაცხადა დავით იობიძემ.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

Read Next

კახა კალაძეს საბოლოო დიაგნოზი