
გუბერნატორის ინფორმაციით, ადგილზე ტექნიკა მთელი ღამის განმავლობაში გაჩერდება იმისთვის, რომ მეწყერის გააქტიურების შემთხვევაში შესაბამისი ზომები მიიღონ. მეწყერმა ასევე ჩაკეტა ორი სოფლის – ლაილაშისა და ღუს დამაკავშირებელი გზა. ათი სოფელი გარესამყაროს ნაწილობრივ მოწყვეტილად რჩება სოფელ ლაილაშში, სადაც მოსახლეობასთან კონტაქტი საფეხმავლო გზითაა შესაძლებელი. როგორც კი გამოიდარებს შემოვლითი გზის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება. ცაგერის მუნიციპალიტეტში სტიქია სამი დღის წინ, უხვი ნალექის შედეგად დაიწყო. მესამე დღეა სტიქიის ზონაში იმყოფებიან სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგევლიძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.