„ფაიზერის“ ვაქცინით მოქალაქეები აცრას 30 მარტიდან შეძლებენ

Vinkmag ad

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინით მოქალაქეები აცრას სამშაბათიდან, 30 მარტიდან შეძლებენ. გაბუნიას განმარტებითვე, „ფაიზერით“ ვაქცინაცია 6 კლინიკაში განხორციელდება.

„უშუალოდ ვაქცინაცია დაიწყება სამშაბათი დღიდან, რადგან კლინიკებში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მიმდინარეობს, მოქალაქეები არიან დარეგისტრირებული და „ფაიზერის“ ვაქცინაციაზე სრულად გადმოწყობა სამშაბათი დღიდან მოხერხდება 6 კლინიკაში. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება სხვა დანარჩენ დაწესებულებებში, ამჟამად 20 სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაციას უზრუნველყოფს. საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ცენტრები ისევ გაიხსნება“, – განაცხადა გაბუნიამ.

imerstory

Read Previous

კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer​-ის ვაქცინა საქართველოშია.

Read Next

ცაგერი-ამბროლაურის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *