გოგი წულაიას მიმართ პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს

Vinkmag ad

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებული გოგი წულაიას მიმართ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს.

როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, წარმოდგენილ საქმეზე არსებობს უტყუარი, ურთიერთშეთავსებადი, დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა და არამხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, არამედ საქმეშია წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

„მათ შორის შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებულია არაერთი ნივთიერი მტკიცებულება, ამასთან ვიდეომასალა, რომელშიც რიგი ფაქტობრივი გარემოებებია ასახული. მხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას ბრალდების მხარე არ ეყრდნობა, არამედ წარმოდგენილია მთელი რიგი მტკიცებულებათა ერთობლიობა. ვიდეომასალა ასახავს იმ რეალობას, რაც განვითარდა მას შემდეგ რაც გოგი წულაიამ განახორციელა სავარაუდოდ 138-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღდმეგო და ბრალეული ქმედება. საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულები, რომელიც ადასტურებს რომ შემთხვევის დღეს და დროს გოგი წულაიამ მიიღო ალკოჰოლური სასმელი, თუმცა ამ მიმართულებით მიმდინარეობს რიგი საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად, როცა წარვადგენთ სასამართლოში აღნიშნულ საქმეს, იქნება მტკიცებულებათა ერთობლიობა“,- აღნიშნა მან.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

ბოლო 24 საათშიკორონა ვირუსის 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა

Read Next

27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *