იაპონიის ელჩი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრა

Vinkmag ad

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იმამურა აკირა იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, ელჩი KIU-ს ხელმძღვანელობას შეხვდა და სტუდენტებს თემაზე: – “იაპონია ომის შემდეგ: წარმატებები და გამოწვევები” საჯარო ლექცია წაუკითხა.

ელჩმა ასევე დაათვალიერა საუნივერსიტეტო ქალაქი. მიმდინარე კვირიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა. უნივერსიტეტში დაცულია უსაფრთხოების ზომები და სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით, ისწავლონ და იცხოვრონ კამპუსზე. ამჟამად, KIU-ში სწავლება სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე – მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები მიმდინარეობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. ამ ეტაპზე უნივერსიტეტი 2021-2022 აკადემიური სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. მიმდინარე გაზაფხულზე აბიტურიენტებისთვის დაგეგმილია ღია კარის დღეები. ასევე, მშობლებისა და აბიტურიენტებისთვის რეგულარულად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა

Read Next

ბოლო 24 საათშიკორონა ვირუსის 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა