“შოკში ვარ, ასეთი რამ წარმოუდგენელია გოგი წულაიაზე. დარწმუნებული ვარ მოუწყვეს” – ვეფხია მიქაუტაძე

Vinkmag ad

გოგი წულაია დღეს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით წულაიამ ქალზე იძალადა. ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს პოლიტიკოსის გარემოცვა და თვლიან, რომ ბრალდება აბსურდულია.

“შოკში ვარ, ასეთი რამ წარმოუდგენელია გოგი წულაიაზე. დარწმუნებული ვარ მოუწყვეს. გოგის ძალადობა არის წარმოუდგენელი აბსურდი, მით უმეტეს ქალის მიმართ. ჩვენ წლებია ერთად მოვდივართ პარტიიულად და მეგობრულად, კატეგორიულად გამოვრიცხავ აღნიშნულ ბრალდებას, “- ამბობს გოგი წულაიას უახლოესი მეგობარი და თანაპარტიელი ვეფხია მიქაუტაძე.

აღნიშნულ ფაქტზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ :

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1963 წელს დაბადებული გ.წ., ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა თბილისში, ნაქირავებ ბინაში, ნაცნობ ქალზე – 1979 წელს დაბადებულ ა.დ- ზე ფიზიკურად იძალადა.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.წ. ბრალდებულის სახით დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

გოგი წულაია დააკავეს

Read Next

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნა