
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 382 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 313, ხოლო გარდაიცვალა 7 ადამიანი.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 27 167 ტესტი, მათ შორის, 18 542 — ანტიგენი, ხოლო 8 625 PCR ტესტი.რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური არის 1,41%, ბოლო 14 დღის — 1,52%, ხოლო 7 დღის — 1,34%.პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 276 067-ს, ჯამში გამოჯანმრთელდა 269 006 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა — 3 665.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების ახალი შემთხვევები რეგიონებში ასე გადანაწილდა:
თბილისი — 199
აჭარა — 23
იმერეთი — 65
ქვემო ქართლი — 13
შიდა ქართლი — 19
გურია — 13
სამეგრელო-ზემო სვანეთი — 13
კახეთი — 30
მცხეთა-მთიანეთი — 0
;სამცხე-ჯავახეთი — 1
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 6
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 370, საიდანაც: 1 405 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 268, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი იმყოფება — 80.140 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, ხოლო 1 825 პაციენტი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამასთან, საკარანტინე სივრცეებში იმყოფება 224 ადამიანი, თვითიზოლაციაში — 5 339.