C&W Georgia-ს პროექტი ქუთაისში

Vinkmag ad

SAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დაკვეთით Cushman & Wakefield Georgia-მ ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარე, 7 ჰექტარი ტერიტორიის კონცეფცია და განვითარების გეგმა შეიმუშავა.

“ჩვენმა გუნდმა სიღრმისეულად შეისწავლა საპროექტო ნაკვეთი და მისი საუკეთესო გამოყენებისა და ათვისების პერსპექტივა, როგორც საინვესტიციო, ისე ქალაქის საზოგადოებრივ-კულტურული განვითარების თვალსაზრისით. შემუშავებული კონცეფცია მოიცავს თანამედროვე, მრავალფუნქციური ჰაბის შექმნას, სადაც ერთ ტერიტორიაზე გაერთიანებული იქნება საცხოვრებელი კომპლექსი, 100 ნომრიანი, ბუტიკური ტიპის სასტუმრო, “ფუდ ჰოლი”, საერთო სამუშაო სივრცე და თანამედროვე სავაჭრო ცენტრი. პროექტის კონცეპტუალური გენერალური გეგმის შექმნაზე არქიტექტურულმა კომპანია “სტუდიო 21”-მა იმუშავა.

ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა კონცეპტუალურად და საინვესტიციოდ საინტერესო პროექტი, რომელიც როგორც ადგილობრივების, ისე ვიზიტორების მიზიდვის წერტილად იქცევა. ძველი ქალაქის თანამედროვე ნაწილი, რომელიც ქუთაისის ეკონომიკას მნიშვნელოვნად გარდაქმნის და გაამყარებს.

Cushman & Wakefield-ის ჯგუფი მადლობას უხდის USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო /National Agency of State Property/-ს ასეთი საინტერესო შესაძლებლობისთვის, ასევე “სტუდიო 21”-ს ინსპირაციული თანამშრომლობისთვის. ჩვენ მოუთმენლად ველით ქუთაისში ამ მრავალფუნქციური, ურბანული ცენტრის განვითარებას.” ვკითხულობთ Cushman & Wakefield გავრცელებულ განცხადებაში.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს.

Read Next

ბოლო 24 საათში კორონავირუსის 382 შემთხვევა დაფიქსირდა