ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს.

Vinkmag ad

“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით ქვეყანაში ელექტრო ენერგიის შეზღუდვა თურქეთიდან იმპორტის შეწყვეტის გამო მოხდა.

“საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე ხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხების გამო.” – აცხადებს “საქართველოს გაერთიანებული ელექტროსისტემა”.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

“ჩვენი კარი კვლავაც ღიაა დიალოგისთვის კონსტრუქციულ პლატფორმაზე” – ნათია თურნავა

Read Next

C&W Georgia-ს პროექტი ქუთაისში