ქუთაისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგა შუშანიას ბრალდებას პასუხობს

Vinkmag ad

“გიგა შუშანია მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. მან 10 თებერვალს წერილით მიმართა მერიას და ითხოვდა შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშს. მისი განცხადებით, ქუთაისის მერიამ მას საერთოდ არ უპასუხა, რაც ცალსახად სიცრუეა. როგორც ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი ირაკლი გიორგაძე განმარტავს, ქუთაისის მერიას გიგა შუშანიასთვის ინფორმაციის მიწოდება არ დაუგვიანებია. ბატონ გიგას უნდა გაეხსნა მისი სამუშაო ქსელი(საიდანაც თავადაც გამოაგზავნა წერილი), სადაც 17 თებერვალს აუცილებლად დაუფიქსირდებოდა მერიის მიერ გაგზავნილი პასუხი, რომელშიც მკაფიოდ არის განმარტებული, რომ შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიში არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და შეუძლია გამოითხოვოს სასამართლო წესით.” – აცხადებენ ქუთაისის მერიაში.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

გიგა შუშანია ქუთაისის მერს სასამართლოში უჩივლებს

Read Next

“ჩვენი კარი კვლავაც ღიაა დიალოგისთვის კონსტრუქციულ პლატფორმაზე” – ნათია თურნავა

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *