გიგა შუშანია ქუთაისის მერს სასამართლოში უჩივლებს

Vinkmag ad

“ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგა შუშანია ქუთაისის მერს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქალაქში კორუფცია ყვავის. შუშანიას თქმით შიდა აუდიტის დასკვნებში გარკვეული ხარვეზებია, რისი გასაჯაროებაც არ სურთ.

საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თქმით, საჯარო ინფორმაცია ერთი თვის წინ გამოითხოვეს, თუმცა პასუხის დაგვიანების გამო აპირებენ სასამართლოს მიმართონ.

“ჩვენ მოვიპოვეთ შიდა აუდიტის დასკვნა საბინაო სამსახურში არსებულ კორუფციაზე და მივმართეთ პროკურატურას. 10 თებერვალს მივწერეთ ქალაქის მერს და მოვითხოვეთ, შიდა აუდიტის ყველა დასკვნა, თუ რომელი სამსახურები და ა(ა)იპები შეამოწმა და რა დასკვნები დაწერა. ქალაქის მერი თვეზე მეტია გვიმალავს ამ ინფორმაციას, საერთოდ პასუხი არ მოგვწერა. ჩვენ გავასაჩივრეთ ადმინისტრაციული საჩივრით და უკვე ვაპირებთ, რომ მივმართოთ სასამართლოს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქალაქის მერი მფარველობს კორუფციას ქუთაისში, მალავს ამ დასკვნებს. ამასობაში, ზუსტად იგივე სამსახურის უფროსები, რომლებიც წლებია ფლანგავენ და იპარავენ მილიონობით ლარს ქუთაისის ბიუჯეტიდან, აგრძელებენ ამ ფულის მითვისებას და კორუფცია ყვავის ქუთაისში”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

ნიკა მელიას წერილი ციხიდან

Read Next

ქუთაისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგა შუშანიას ბრალდებას პასუხობს

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *