4 პუნქტიანი გეგმა ნამახვანჰესთან დაკავშირებით

Vinkmag ad

ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ქუთაისში ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ე.წ. რიონის ხეობის მცველებს შეხვდნენ.შეხვედრას ორივე მხარის მიერ მოწვეული ექპერტები ესწრებოდნენ.თურნავამ მათ ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო.კომპანია არ დაიწყებს ძირითადი ნაგებობების მშენებლობას, როგორებიცაა კაშხალი და წყალსაცავი,სანამ ძირითადი კვლევები არ გადამოწმდება. სახელმწიფო დაიქირავებს დამოუკიდებელ ექსპერტებს, ქართველ სპეციალისტებს და რიონის ხეობის მცველების ნდობით აღჭურვილ ექსპერტებს.მანამდე კომპანია იმ ინფრასტრიქტურულ პროექტებს გააგრძელებს, რომელიც შემდგომ სახელმწიფოს გადაეცემა.შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელიც დაახლოებით ხუთი მილიონი ლარის ოდენობის იქნება. ფონდი ხეობის მოსახლეობის საჭოროებებს დააფინანსებს. ასევე, დაფარავს წყალტუბოსა და ცაგერის ძირითად სოფლებს. მინიატრის თქმით, ეს მნისვნელოვანია ხეობის განვითარებისთვის.კომპანიაში დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც ადგილზე გაუძღვება სამუშაოებს, იმისთვის, რომ სახელმწიფო მეტად იყოს ჩართული, რათა იქ დასაქმებული ადამიანები უსაფრთხოება მეტად იქნეს დაცული.შეიქმნება საბჭო, რომელშიც პროფესიონალი ექსპერტები გაერთიანდებიან. ასევე, რიონის მოსახლეობა, იმისთვის რომ გაიზარდოს მოქალაქეების ჩართულობა და გაძლიერდეს ზედამხედველობა ამ პროექტზე.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

მცირე ჰესებსაც ისე ებრძვიან, როგორ დიდებს – გიორგი მარგებაძე

Read Next

ქუთაისში პორველი მედიკოსი აიცრა