1000 მშობლის მარში – ქუთაისი (ვიდეო)

Vinkmag ad

“გამო,გამო, შენი შვილის გამო” – ამ სლოგანით გაიმართა აქცია ქუთაისში. „1000 მშობლის მარშს” ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები და ადგილობრივი მოსახლეობა შეუერთდნენ.კამპანია ქალთა მოძრაობის ინიციატივაა, რომელიც მშობლებს, ახალგაზრდებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, კერძო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, აერთიანებს.მათი თქმით, საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. „ჩვენ, როგორც მშობლები ქუთაისშიც ვაპროტესტებთ ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობის არაერთ ფაქტს. ამასთან ვთვლით, რომ ქვეყანაში განსაკუთრებით დაუცველნი არიან გოგონები.ამ მხრივ, მოვითხოვთ ეფექტურ კანონს, რაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს“- განაცხადა აქციის ორგანიზატორმა ნატალი პატარიძემ. “1000 მშობლის მარში” ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ქალაქში გაიმართა.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

IGRC-მა ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს 8 მარტი მიულოცა

Read Next

“თუ პრობლემაა იმაში, რომ მიწა გადაეცა უცხოელ ინვესტორს, რატომ ამდენი და რა მიზნით, ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ“ – ნათია თურნავა