IGRC-მა ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს 8 მარტი მიულოცა

Vinkmag ad

ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს ინდო ქართულმა საბჭომ IGRC. კლინიკაში 135 ქალი მუშაობს და ყველა მათგანი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ყვავილებით დაასაჩუქერეს. როგორც საბჭოს დამფუძნებელმა შივამ შარმამ განაცხადა, ამ ფორმით სამედიცინო პერსონალის მიმართ პატივისცემა გამოხატეს, რადგან ერთი წელი გავიდა რაც კოვიდ ინფექციის წინააღმდეგ წინა ხაზზე იბრძვიან. ინდო- ქართული საბჭო პანდემიის დაწყებიდან დღემდე იმერეთში მცხოვრებ 4000-მდე ოჯახს დაეხმარა საკვებითა და მედიკამენტებით. მათი ერთ – ერთი მთავარი მიზანი ასევე ქალების გაძლიერება და მხარდაჭერაა. პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა უკვე განხორციელდა. პროექტის მიხედვით, ეტაპობრივად ახვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ქალების გაძლიერება იგეგმება.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

გულწრფელობის გამო ბულინგის მსხვერპლი გავხდი – სალომე ლიპარიძე

Read Next

1000 მშობლის მარში – ქუთაისი (ვიდეო)