გულწრფელობის გამო ბულინგის მსხვერპლი გავხდი – სალომე ლიპარიძე

Vinkmag ad

სალომე სოფელ ჟონეთის მკვიდრია. რამდენიმე დღის წინ ფეისბუქ ლაივის მეშვეობით “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ისაუბრა და ჰესის დადებით მხარეებზე გააკეთა აქცენტები. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი ბულინგი “ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეების მიერ. სალომეს ვიდეოებს და ფოტოებს, წარწერით მოღალატე, სხვადასხვა ჯგუფებში აზიარებდნენ და შესაბამისად კონკრეტული აუდიტორიის მიერ მასიურად შეურაცხმყოფელი კომენტარები იწერებოდა. სალომეს თქმით ის ამ მხარის შვილია და გააგრძელებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებას, საკუთარი აზრის დაფიქსირებას და მუდამ იდგება რიონის ხეობის სადარაჯოზე, მიუხედავად ნებისმიერი წინააღმდეგობისა.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

მთავრობა “ენკას” სამუშაოების შეჩერების რეკომენდაციას მისცემს

Read Next

IGRC-მა ინფექციური საავადმყოფოს ექიმებს 8 მარტი მიულოცა