
ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი “ნამახვანჰესთან” მოწინააღმდეგეებს კარავის ტერიტორიაზე ესტუმრა. შეხვედრა ამ წუთებში მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მინისტრები და აქციის მონაწილეები უკვე შეთანხმდნენ დიალოგის გაგრძელებაზე. ნამოხვანში ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პროტესტის მონაწილეებმა უარი განაცხადეს ცაგერის კულტურის სახლში შეხვედრაზე.