ცაგერში “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით მინისტრები მოსახლეობას ხვდებიან

Vinkmag ad

შეხვედრა ცაგერის კულტურის სახლში ამ წუთებში მიმდინარეობს და ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვებს პასუხობენ.

აღნიშნული შეხვედრა მედიისთვის დახურული უნდა ყოფილიყო, რამაც გამოიწვია აქციის მონაწილეების პროტესტი, რომლებიც უკვე 132 დღეა კარავში აპროტესტებენ ჰესის მშენებლობას. აქედან გამომდინარე ნათია თურნავას გადაწყვეტილებით ამჟამად შეხვედრა ღიაა ყველა მსურველისთვის, თუმცა “რონის ხეობის დამცველები” შეხვედრაზე არ იმყოფებიან. ცაგერის კულტურის ცენტრში მოსახლეობა შეიკრიბა, მათი ნაწილი ჰესის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ნაწილი კი ამბობ, რომ ენერგო დამოუკიდებლობა რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია, თუმცა მათ აქვთ კითხვები და შეხვედრაზე სწორედ პასუხების მისაღებად მოვიდნენ.

ვიზიტი გუშინ, მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს “ნამახვანჰესთან” დაკავშირებით ადგილზე ჩასვლა და მოსახლეობისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება დაავალა.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებით მინისტრები ლეჩხუმში ჩავლენ

Read Next

მინისტრებმა “რიონის ხეობის მცველებს” ნამოხვანში ჩააკითხეს