
შეხვედრა ცაგერის კულტურის სახლში გაიმართება და მედიისთვის დახურული იქნება. ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილმა ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს ჰესის მშენებლობის შესახებ მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდება და სიტუაციის ადგილზე გაცნობა დაავალა.
მთავრობის წევრების განმარტებით “ნამახვანჰესის” მშენებლობის მოწინააღმდეგეებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია, რაც მოსახლეობაში გაურკვევლობასა და პროტესტს იწვევს.