ვიზეარი მარტის ბოლოდან ფრენებს განაახლებს

Vinkmag ad

ეკონიმიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარი ფრენებს მარტის ბოლოდან განაახლებს.როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში ისაუბრა, ვიზეარი 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენას შეასრულებს. თურნავას არ დაუკონკრეტებია, რომელი მიმართულებით აღადგენს მიმოსვლას ავიაკომპანია.”ვიზეარი მარტის ბოლოდან ანახლებს ფრენებს განახლებულ ქუთაისის აეროპორტში და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს შეასრულებს 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენა”, – თქვა თურნავამ.მისივე განცხადებით, ასევე მარტის ბოლოდან ვიზეარი აბუ-დაბის მიმართულებით დაიწყებს ფრენებს.”მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას დაიწყებს ახალი ავიაკომპანია ვიზეარ აბუ-დაბი და ფრენებს შეასრულებს აბუ-დაბი-ქუთაისი-აბუ-დაბის მიმართულებით კვირაში ორი სიხშირით”, – განაცხადა მინისტრმა.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

ირაკლი ღარიბაშვილი ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებს ნამახვანჰესთან დაკავშირებით ადგილზე და ჩასვლას და მოსახლეობასთან კომუნიკაციას ავალებს

Read Next

“ნამახვანჰესთან” დაკავშირებით მინისტრები ლეჩხუმში ჩავლენ

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *