წყალტუბოელი მოჭიდავე იაკობ ქაჯაია კიევის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა. 130 კგ წონის კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენი ფინალში ქართველ ზვიად პატარიძეს შეხვდა და ანგარიშით 5-1 დაამარცხა.
ვულოცავთ იაკობს ამ გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ კარიერაში.