(ვიდეო) ორკვირიანი ვადა ხელისუფლებას – “რიონის ხეობის მცველები” ქალაქის ცენტრის პიკეტირებას აანონსებენ

Vinkmag ad

ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეები ხელისუფლებას ორკვირიან ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქუთაისის პიკეტირებით იმუქრებიან.

აქციის ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის თქმით, თუ ორი კვირის ვადაში მშენებელი კომპანია “ენკა” რიონის ხეობას არ დატოვებს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მასშტაბური აქცია გაიმართება და აქციის მონაწილეები იმ დრომდე არ დაიშლებიან, ვიდრე ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ შეასრულებს. გოლეთიანი იმასაც ამბობს, რომ მოქალაქეები პროტესტის ნიშნად, მანქანებს ქუჩაში გააჩერებენ.

“აქ მყოფმა თითოეულმა ადამიანმა დავდოთ პირობა, რომ თუ ორი კვირის ვადაში ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, ისევ აქ მოვალთ და არ დავიშლებით,”-მიმართა გოლეთიანმა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

მთავარეპისკოპოსმა, სპირიდონმა ჟურნალისტები “სატანის მიკროფონებად” მოიხსენია

Read Next

იაკობ ქაჯაია კიევის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა (ვიდეო)