მიხეილ სააკაშვილი – მე არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი

Vinkmag ad

მე არასდროს მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს დანაპირებს,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსული ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ის ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის, თუმცა ამასთან ერთად არ სურდა ოპოზიციური ერთიანობის დარღვევა, რადგან საქართველოში ზოგიერთ ოპოზიციურ პარტიას მისი პოპულარობა არ მოსწონდა.

„მართალია, რომ საქართველოში მე მაქვს აბსოლუტური მხარდაჭერა. გამოკითხვების მიხედვით, 60-დან 70%-მდე საქართველოს მოქალაქეებს სურთ, რომ მე დავბრუნდე. ამასთანავე, ნიკა მელიას აქვს ძალიან ფართო და დიდი მხარდაჭერა. ჩვენ ის პარტიის თავმჯდომარედ ავირჩიეთ ელექტრონული ხმის მიცემის პრინციპით და პირველი პარტია გავხდით რეგიონში, ვინც პარტიული არჩევნები ელექტრონული ხმის მიცემის პრინციპით ჩაატარა, ამან ძალიან კარგად იმუშავა. მე არასდროს არ მიმიცია პირობა, რომ კონკრეტულ რიცხვში დავბრუნდებოდი, მაგრამ თუ საჭირო გახდება მსგავსი პირობის მიცემა, ამასაც გავაკეთებ. მე ყოველთვის ვასრულებ ჩემს პირობას. ყოველთვის მზად ვიყავი დახმარებისთვის, ამავდროულად, არ მინდოდა ხელი შემეშალა ოპოზიციური ერთიანობისთვის, რადგან რომელიღაც ოპოზიციურ პარტიას არ მოსწონდა, რომ მე ვიყავი ყველაზე პოპულარული, ჩვენ კი უმრავლესობა გვჭირდებოდა და არა პირველი ადგილი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

გიზო ბანძელაძე

Read Previous

კორონავირუსის 337 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 10 ადამიანი

Read Next

ერეკლე დეისაძისა და თამარა ჩერგოლეიშვილის დაპირისპირება facebook- ზე