ჰანს კლუგემ პანდემიის დასრულების თარიღი დაასახელა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონულმა დირექტორმა, ჰანს კლუგემ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემია 2022 წლის დასაწყისში დასრულდება.

ჰანს კლუგეს განმარტებით, 2021 წელს კორონავირუსი კვლავ გავრცელებული იქნება, თუმცა უფრო მართვადი იქნება, ვიდრე 2020 წელს იყო.„ყველაზე ცუდი სცენარები უკან მოვიტოვეთ. ახლა უფრო მეტი ინფორმაცია გვაქვს ვირუსის შესახებ, ვიდრე 2020 წელს გვქონდა. არავინ იცის წინასწარ COVID-19-ის პანდემიის მომავალი. ვირუსი კვლავ გაგრძელდება, მაგრამ, ვფიქრობ, შეზღუდვები არ იქნება საჭირო. ეს ოპტიმისტური მესიჯია“, – აღნიშნა ჯანმოს ევროპის რეგიონულმა დირექტორმა.ჰანს კლუგეს თქმით, მუტაციები ნორმალური მოვლენაა და ვირუსი ცდილობს ინფიცირებულ პირს მოერგოს, თუმცა მუტაციების სწრაფი გავრცელება შეშფოთების საგანია.„მუტაციები ვირუსს უკონტროლოს არ გახდიან, მაგრამ ქვეყნები, რომელთა ჯანდაცვის სისტემები ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან, შეიძლება კიდევ უფრო მეტად განიცადონ ზეწოლა, რაც მუტაციების სერიოზულად აღქმას აუცილებელს ხდის“, – განაცხადა ჰანს კლუგემ

Vinkmag ad

გიზო ბანძელაძე

Read Previous

Founder IGRC Georgia ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისა და მხარდაჭერის პროგრამას აგრძელებს

Read Next

ხვალიდან კოვიდ შეზღუდვები ეტაპობრივად შემსუბუქდება