აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, ოპოზიციასთან და “ქართულ ოცნებასთან ” დიალოგს გააგრძელებენ. ამის შესახებ მან ელჩებთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ჩვენ მოვისმინეთ ოპოზიციის წუხილები. ვაფასებ, რომ მოვიდნენ. გავაგრძელებთ ოპოზიციასთან და ქართულ ოცნებასთან დიალოგს, რომ ვნახოთ, არსებობს თუ არა აქედან გამოსავალი”, – თქვა ელჩმა.
ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შემდეგ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიცია ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელსა და აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.
