“კრიზისიდან გამოსავალი არსებობს მხოლოდ ამ გზით: სასწრაფოდ ნიკა მელიასა და რურუას გათავისუფლება” – გიგა ბოკერია

მოლაპარაკების გასაგრძელებლად ოპოზიციის მოთხოვნა მელიასა და რურუას ციხიდან გამოშვება იქნება – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ  ელჩებისა და ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ყველა ჩვენს პარტნიორთან საკითხი დასმული გვაქვს ასე, რომ კრიზისიდან გამოსავალი არსებობს მხოლოდ ამ გზით: სასწრაფოდ ნიკა მელიასა და რურუას გათავისუფლება, დევნის შეწყვეტა და ტექნიკურად მომზადება ახალი, ნორმალური ვადამდელი არჩევნებისთვის. ყველა, ვინც ქართველი ხალხის სწრაფვას სრული ლიბერალური დემოკრატიისკენ, თავისუფალ სამყაროში დაბრუნებისკენ და პუტინის რუსეთის აგრესიისგან დაცვისკენ მხარს უჭერს, ყველამ გამოხატა თავისი პოზიცია. ზოგმა კიდევ უფრო მკვეთრი ფორმით, ზოგმა შედარებით ნაკლებად, მაგრამ შინაარსობრივად ძალიან მკვეთრად ყველა არის უბრალოდ შეშფოთებული კი არა, ყველა ემზადება ნაბიჯებისთვის, როგორ შეუშალონ ხელი ამ ჩვენი ქვეყნისთვის საშიშ რეჟიმს“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, არსებობს ალბათობა ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები ამოქმედდეს.

„ჩემი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქის პოზიცია არის ის, რომ ეს საფრთხე ივანიშვილისთვის გახდა კიდევ უფრო რეალური და ეს საფრთხე უნდა იქნას გამოყენებული იმისთვის, რომ მან ისეთ კატასტროფები რაც დღეს ჩაიდინა, აღარ ჩაიდინოს. თუ ჩაიდენს, ჩვენ ვიცით, როგორ ამთავრებენ ოლიგარქები და მათი გარემოცვა, როცა ისინი საკუთარ ხალხს და ამ ხალხის მხარდამჭერ თავისუფალ სამყაროს უპირისპირდებიან. ეს ნანახი გვაქვს უკრაინაში, მოლდოვაში. საქართველო არ არის ამის იდენტური, მაგრამ ჩვენი ამოცანა იქნება, რომ საზოგადოებამ წინააღმდეგობა გაუწიოს და მოუგოს მშვიდობიანად ამ რეჟიმს. ჩვენ არ შევეგუებით იმას, რომ ვისაც ძალაუფლება აქვს თქვას, სადამდეც ვიქნები ხელისუფლებაში და ვინც ხელს შემიშლის, იმას დავიჭერ“,- თქვა გიგა ბოკერიამ.

Vinkmag ad

გიზო ბანძელაძე

Read Previous

ნინო ლომჯარია ნიკა მელიასთან საპატიმროში მივიდა

Read Next

“გავაგრძელებთ ოპოზიციასთან და ქართულ ოცნებასთან დიალოგს” – კედი დეგნანი