აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

საქართველოს პარლამენტთან ნიკა მელიას მხარდამჭერი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მმონაწილეებმა კარავი გაშალეს და გზა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

როგორც ევროპული საქართველოს ლიდერმა გიგი უგულავამ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა აქცია არ დაიშლება და მორიგეობას შემოიღებენ.

“მე ჩვენს მეგობრებთან ერთად დღეს ვაპირებ დავრჩე იმიტომ, რომ თავდასხმის საფრთხე ამ უგუნური ხალხისგან ძალიან დიდია. დაიწყება მორიგეობა და ყველა პოლიტიკური ლიდერი შეძლებისდაგვარად, როგორც ჯანმრთელობა მისცემს საშუალებას დარწმუნებული ვარ, ჩაერთვება ამ ფერხულში, მე იმედი მაქვს, რომ ბევრი თქვენგანიც. ამაღამ კრიტიკული ღამეა იმიტომ, რომ ახლა ბევრი ვართ და აღარ გაგვაღიზიანეს, თან დილით საზიზღრობა ჩაიდინეს, მაგრამ როგორც კი შეიძლება ხალხი შემცირდეს, შეიძლება ტურასავით მოგვეპარონ და ფეხქვეშ გათელონ ჩვენი კონსტიტუცია”, — ამბობს გიგი უგულავა.

Vinkmag ad

გიზო ბანძელაძე

Read Previous

“საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას“ – კარლ ჰარცელი

Read Next

კელი დეგნანი – “ყველა მხარე მზადაა, იპოვოს გამოსავალი”