ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციას – “ვამაყობ თქვენით!”

ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა  და პოლიციას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პოლიცია დღეს მოქმედებდა აბსოლუტურად ცივილური და დემოკრატიული სტანდარტებით..

„რაც შეეხება ზოგადად პრაქტიკას და გამოყენებულ მეთოდებს, ეს არის აბსოლუტურად ცივილიზებული, დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტი. დღეს ჩვენმა გმირმა პოლიციამ აჩვენა უმაღლესი სტანდარტი, ის რაც არის ევროპული, თანამედროვე, ამერიკიული დემოკრატიების სტანდარტების შესაბამისი. და ბოლოს, გეტყვით, რომ რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მოქალაქის საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას დავიცავთ კონსტიტიციულ ფარგლებში, ჩვენ ასე გვესმის კანონის უზენაესობა და დემოკრატიის მთავარი პრინციპები, მაგრამ რა თქმა უნდა, იმ დათქმით, რომ ყველაფერი უნდა იყოს კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ გომელაურს და პოლიციას, ვამაყობ თქვენით!“ – განაცხდა ღარიბაშვილმა.

Vinkmag ad

გიზო ბანძელაძე

Read Previous

აშშ საელჩო მელიას დაკავებით შეშფოთებულია

Read Next

“საერთო ენის გამონახვის მცდელობებზე უარი არ უნდა ითქვას“ – კარლ ჰარცელი