გადაწყვეტილება დღეს ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ მიიღო. სხდომას კომისიის თავმჯდომარე, გიორგი ჭეიშვილი უძღვებოდა.
კომისიის წევრებმა იმსჯელეს ქალაქ ქუთაისში მოსკოვის ქუჩისთვის სახელწოდების შეცვლის და შინდისის გმირების სახელის მინიჭების თაობაზე. აღნიშნული საკითხი ქუთაისის მერიის პატივგებისა და სახელდების კომისიამ, 2021 წლის 17 თებერვლის N18 სხდომაზე, ქალაქის მერის წარდგინებით განიხილა და დადებითად შეაფასა.
მოსკოვის ქუჩისთვის სახელის შეცვლის გადაწყვეტილებას ეკონომიკის ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს.
