გამომცემლობა პალიტრა L უერთდება ქალთა მოძრაობის 100-დღიან კამპანიას „1000 მშობლის მარში“, რომელიც უპირისპირდება გოგონებისა და ქალების მიმართ ძალადობას! განათლებისა და წიგნიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საზოგადოების მენტალურ გარდატეხაში. ამიტომ, საპროტესტო ტალღის საპასუხოდ, აპრილიდან გამოვცემთ ქალი მწერლების წიგნების სერიას სლოგანით – #წიგნებითდარღვეულიდუმილი. ქვეყანაში, სადაც ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად ჯერ კიდევ ბრძოლაა საჭირო, ამ სერიის გამოცემით ჩვენ სოლიდარობას და თანადგომას ვუცხადებთ ძალადობის მსხვერპლ ქალებსა და გოგონებს და მხარს ვუჭერთ მწერალ ქალებს, რომლებიც არღვევენ დუმილს, უსხლტებიან ეპოქის კონტექსტს, არ ჩერდებიან და ცვლიან გარემოს.მოვუწოდებთ ჩვენს მეგობარ ორგანიზაციებსა და გამომცემლობებს, შემოუერთდნენ ქალთა მოძრაობის 100-დღიან კამპანიას და სხვადასხვა ფორმით ერთად ვეცადოთ, შევცვალოთ ქალთა მიმართ არასოლიდარული გარემო.#მომისმინე #შეცვალე #წიგნებითდარღვეულიდუმილი
პალიტრა L-ს სახელით, საპროტესტო ტალღის საპასუხოდ, საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, აპრილიდან ვიწყებთ იმ ქალი მწერლების წიგნების სერიის გამოშვებას, რომლებმაც გაბედეს და გაარღვიეს აზროვნების ჩარჩოები.
გვჯერა, რომ ქალი მწერლების სათქმელის მიტანა მკითხველამდე – კრიტიკულად მნიშვნელოვანია.” ამბობს გვანცა ასათიანი
