1000 მშობლის მარში – 26 თებერვალი

“გამო, გამო, შენი შვილის გამო, ჩემი შვილის გამო, ჩვენი გოგოების გამო გამო!” არის აქციის მთავარი ლოზუნგი, რომელიც 26 თებერვალს მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება. აქციის მიზანია ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ჩაგვრის აღმოფხვრა და სისტემური პრობლემების მიმართ ახალი მიდგომების დანერგვა. “1000 მშობლის მარშის” ორგანიზატორია ქალთა მოძრაობა .

შეცვალეთ
სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;

შექმენით
პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;

გახადეთ
სქესბრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;

გაზარდეთ
ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;

დადგეს
ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.

არის კამპანიის მოთხოვნები .

ქუთაისში, მარში 17:00 საათზე ცენტრალურ მოედანზე დაიწყება.

“ქალთა მოძრაობის ინიცირებულ აქციას ” 1000 მშობლის მარში” ქუთაისშიც ვუერთდებით. ქობულეთში მომხდარმა ტრაგიკულმა ამბავმა კიდევ ერთხელ გააშიშვლა სისტემაში და საზოგადოებაში არსებული პრობლემები. ვფიქრობ მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანი დავდგეთ ერთად და გავაპროტესტოთ არასრულწლოვანზე ძალადობა” – ამბობს აქციის ორგანიზატორი ნატალია პატარიძე.

imerstory.ge რედაქცია ვუერთდებით პროტესტს და კატეგორიულად ვგმობთ ძალადობის ნებისმიერ ფორმას. ქალთა მიმართ ძალადობა და ჩაგვრა არის ჩვენი საზოგადოების უდიდესი პრობლემა, რომლის მიმართ ბრძოლაში მნიშვნელოვანია ყველა წინ გადადგმული ნაბიჯი. 26 თებერვლამდე ყველა ჩვენი სარეკლამო ბანერი მიეძღვნება აღნიშნულ კამპანიას.

Vinkmag ad

imerstory

Read Previous

ახალი საფრთხე – რუსეთში ფრინველის გრიპის ახალი შტამი გამოვლინდა

Read Next

გამომცემლობა “პალიტრა L” “1000 მშობლის მარშს უერთდება